2023 წლის 10 აპრილს, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიისა და სსიპ ბათუმის N 16 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა . კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB -ის გენერალური დირექტორი - მარია გეთიაშვილი და ბათუმის N16 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ქობულაძე.
კონფერენციაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით,მიწვეული გახლდათ სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი ქალბატონი თეონა ზოიძე და მოადგილე ინგა გოგიბერიძე.
️ქალბატონმა თეონამ წარადგინა პრეზენტაცია-"ბათუმი მუზეუმების ქალაქი" და ისაუბრა მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით.
აღნიშნული პროგრამები მოსწავლეებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. ️საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების პოპულარიზაციას.